განათლებაზე მიზნობრივი არაკომერციული სესხების პროგრამა
ჩვენ ვიძლევით განათლებაზე მიზნობრივ არაკომერციულ სესხს, კომერციული ბანკის კომერციული სესხისგან განსხვავებით.
ჩვენ არ ვითხოვთ მაღალი ხელფასის ცნობებს, ჩვენი სესხი გაცილებით ოპერატიულია და პროცედურულად მარტივია მისაღებად. ჩვენთვის უცხოა ისეთი ტერმინები, როგორიცაა: თავნი, სესხის ძირი, სესხის გაფორმების საკომისიო - ანუ სიფთა 2%, ვადამდე დაბრუნების ჯარიმა, ყადაღა, გირაო, ჩადება და დალომბარდება, ფულის მიღება-გაცემის და გადარიცხვის ხარჯები (1-2%) .
ჩვენი საპროცენტო განაკვეთი ზუსტია და რეალური, იგი შეადგენს გატანილი თანხის 1%-ს თვეში და არცერთი თეთრით მეტს.
პროგრამა ვითარდება რეგისტრირებულ სტუდენტთა, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა მზარდი რიცხოვნობით, ერვოპისა და განვითარებული ქვეყნების მაგალითზე. იგი ფუნქციონირებს საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 24 თებერვლის №186 განკარგულების საფუძველზე. 2007 წლიდან ვითარდება საერთაშორისო კავშირები, ივსება ერთიანი სასესხო ფონდი.
განახლებული გვერდის დასათვალიერებლად ისარგებლეთ Refresh ღილაკით.
აბიტურიენტი 2007 - - - - - - - - - - - - - - აბიტურიენტებს, რომელბიც 31 ივნისამდე არ მიიღებენ განათლების პოლისს - ახალი 2007/2008 სასწ. წლიდან არ მიეცემათ მიზნობრივი, საუნივერსიტეტო სესხის მიღების საშუალება. დარეგისტრირდით დღეს, რომ საჭიროებისამებრ, არა-კომერციული, განათლებაზე მიზნობრივი სესხით - ისარგებლოთ ხვალ.
ecc2005@gmail.com
რეგისტრირებულ პირებს ვთხოვთ კავშირი იქონიონ ელ-ფოსტით. ადმინისტრაცია, ყველა შემოსულ წერილს აუცილებლად უპასუხებს 2 დღის ვადაში.
დაკრედიტებულ ჯგუფებს მივმართავთ თხოვნით: დაიცვან სესხის დაბრუნების გრაფიკი და პირობების დასაზუსტებლად მოგვმართონ
ცხელ ხაზზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ახალ ამბებში.
ყოველი მეოთხე, ზრდასრული ამერიკელი რეგისტრირებულია საკრედიტო კავშირში და სარგებლობს მისი მომსახურებით.
პ ი რ ვ ე ლ ი
ს ა ჩ უ ქ ა რ ი . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბალი - ინდექსი 21. უფასოდ გაიცემა 21 XX XX ნომერი.
ცხელ ხაზს ემსახურება ამავე ინდექსის ნულოვანი ნომერი: 8 98 210000
EDUEXPO- უნივერსიტეტების, კოლეჯების, სკოლების გამოფენათა თანავარსკვლავედი: ...ასტანა> ბაქო> თბილისი >კიევი>... პროექტში დასაქმებულნი არიან სტუდენტები.
ილაპარაკე კრედიტით
რეგისტრირებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ 21 ინდექსის კრედიტით. იხ. ”ახალ ამბებში”
ბალი 21 ფიჭური ნომრებიდან შესაძლებელია ისარგებლოთ უფასო ცხელი ხაზით. იხ ”ახალ ამბებში”
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საკრედიტო კავშირის წევრთა ნაწილი, მიმდინარე ეტაპზე ვერ ან არ დაკმაყოფილდა სესხით. ეს ნაწილობრივ განაპირობა იმან, რომ ჩვენი საკრედიტო რესურსი ამ პერიოდში შედგება მხოლოდ შემოტანილი 60 ლარებით. აღნიშნული ვითარება გახდა საფუძველი იმისა, რომ რამოდენიმე სტუდენტმა საინფორმაციო საშუალებებს მიაწოდა სრულიად არაობიექტური ინფორმაცია. არაფერი ითქვა დაკრედიტებული ჯგუფის შესახებ. სტუდენტებმა ვერ გაიგეს ის ვითარება, რომ მათი შემოტანილი თანხა ამ ეტაპზე დაეხმარა სხვა სტუდენტებს; თუმცა მათ, სესხი ასევე უნდა მიეღოთ სხვათა შემოტანილი ან დაბრუნებული თანხებიდან (სწორედ ეს წარმოადგენს საკრედიტო კავშირის მუშაობის ძირითად პრინციპს).
ამ ჯგუფის განცხადებები დაკმაყოფილდება კავშირის დებულებისა და საქართველოს კანონის სათანადო მოთხოვნების შესაბამისად, 2007წ. 31 დეკემბრამდე.
2007 წლის ოქტრომბრის თვეში ვგეგმავთ რიგგარეშე კრებას და პრესკონფერენციას. კრებაზე მოვიწვევთ ყველა რეგისტრირებულ პირს.
სწავლა ევროპაში, ამერიკაში
და სხვა ქვეყნებში2007/2008 შეარჩიე მოკლევადიანი კურსები მსოფლიოს სახელოვან უნივერსიტეტებში, მიწერე მათ, რომ თუ მიგიწვევენ, თქვენს სწავლას დააკრედიტებს საქართველოს განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი. წარმოგვიდგინე მიწვევა მოკლევადიან პროგრამაზე ( ენები, პრაქტიკა, სტაჟირება, მაგისტრატურა ) და მოგვმართე განცხადებით სესხზე.
იყიდე უცხო ენა ჩვენი კრედიტით შეარჩიე უცხო ენების სასწავლო კურსი ან რეპეტიტორი და თუ ფული არ გყოფნის - ისარგებლე განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის განათლებზე მიზნობრივი არაკომერციული კრედიტით, ასევე შეგიძლია ჩააბარო სერთიფიცირების ტესტები.
შეიქმენი ისტორია! თუ შენ ხარ სტუდენტი, - დარეგისტრირდი კავშირში დღეს, მიიღე განათლების პოლისი და ისარგებლე მარტის თვიდან, თუნადც 200ლ. არაკომერციული (1%) სესხით. შეიქმენი კარგი საკრედიტო ისტორია დღესვე, რომელიც შეიძლება წაგადგეს მომავალში - ისევ ჩვენთან ან სხვა, მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში. სრული ტექსტი იხ. ”ახალ ამბებში”
ღიად ცხადდება პირველი მიკრო-სადეპოზიტო პროგრამა მიკრო-სადეპოზიტო პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ისარგებლებენ დამატებითი პრიორიტეტებით. მინიმალური დეპოზიტი შეადგენს 20 ლარს.
დაკრედიტების და სტუდენტთა დასაქმების პროგრამა მუშაობას განაახლებს 2007 / 2008 სასწავლო წლიდან.
(2007 წ. ოქტომბრიდან). აღნიშნულ ვადამდე, განცხადებები მიიღება ელ-ფოსტით ecc2005@gmail.com
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საკრედიტო კავშირის სათაო ოფისის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, 2007 / 2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ცხელ ხაზზე ან ელ-ფოსტით.